08, მაისი 2019 21:03:00
ფაქტი დღის განმავლობაში განხილვის თემა იყო. მომხდარი ოპოზიციამ და მესამე სექტორმა შეაფასა. ნაწილი ბოდიშის მოხდას, ნაწილი კი ბოლქვაძის კანონის უმკაცრესი ზომებით დასჯას ითხოვს.
დეპუტატ ანზორ ბოლქვაძისთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს. პოზიცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დააფქსირეს. ოპოზიციური პარტიის წევრი თვლის, რომ სათანადოდ უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ქალს არასათანადოდ მოექცა. ასმათ დიასამიძემ რეაგირებისკენ მესამე სექტორს, სახალხო დამცველის აპარატსა და დიპლომატებს მოუწოდა
ევროპული საქართველოს აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანზორ ბოლქვაძეს, ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. პეტრე ზამბახიძის თქმით საკუთრების უფლება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ უარყოფითი დამოკიდებულების გამო პირს საზოგადოებრივი შენობა დაატოვებინონ.
გამოძიების შედეგებს ელოდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიაში თვლიან, რომ დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში ანზორ ბოლქვაძისტის იმუნიტეტის მოხსნაზე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.
საკითხთან დაკავშირებით დღეს შეფასებების გაკეთება უმრავლესობის წევრებსაც ვთხოვეთ, თუმცა მათ კომენტარის გაკებისაგან თავი შეიკავეს.