კვირა 21, ივლისი 2019

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

09, მაისი 2019 20:04:00

ფაშიზმზე გამარჯვების დღე და გზავნილები, რომლებიც ქვეყნის ლიდერებმა გაახმოვანეს. რა მსხვერპლი გაიღო საქართველომ მეორე მსოფლიო ომში?

ქვეყნის ლიდერები დედაქალაქში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მივიდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ვაკის პარკში საფლავი ყვავილებით შეამკო. სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებს მიულოცა და აღნიშნა, რომ 9 მაისი ყველა იმ ქართველის პატივისცემის დღეა, ვინც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა.

უცნობი ჯარისკაცის საფლავზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრიც.  მამუკა ბახტაძის განცხადებით, 9 მაისი კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ  ვეტერანებისთვის ფაშიზმზე გამარჯვების დღის მილოცვა და გარდაცვლილებისთვის პატივის მიგება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 74 წელი შესრულდა.


დღის ამბები