10, მაისი 2019 17:04:00
ესტონეთის უმსხვილესი საზღვაო კომპანია ტალინკ გრუპის -ის წარმომადგენლები ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფებიან. დაგეგმილი ვიზიტი საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით სამოქმედო არეალის გაფართოებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების გეგმებზე ისაუბრეს. კომპანია ტალინკ გრუპი არის ესტონეთის ყველაზე დიდი საკრუიზო და სატვირთო გემების კომპანია ბალტიის ზღვის რეგიონში.