10, მაისი 2019 20:05:00
ტურისტული კომპანიები, ადგილობრივი პროდუქცია, სასტუმრო აღჭურვილობა , ინოვაციური ტექნოლოგიები- ბათუმი საერთაშორისო დონის გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიება ბათუმში სტარტს მე-12-დ იღებს. საგამოფენო სივრცე სასტუმრო შერატონშია მოწყობილი.
ლენტი ოფიციალურმა პირებმა წელს მე-12-დ გაჭრეს. ქალაქი 2 დღიან საერთაშორისო დონის გამოფენას მასპინძლობს.
საერთაშორიოსო გამოფენის მიზანი რეგიონის პოპულარიზაციაა.
სამედიცინო სფეროს პოპულარიზაციის მიზნით გამოფენაზე კომპანიებმა ინოვაციური ტექნოლოგიები წარმოადგინეს
დამთვალიერებლების ტრადიციული სიმრავლე იყო ტურისტული კომპანიების პავილიონებთან.
გამოფენაში 80-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის როგორც ადგილობრივი ასევე, უცხოური. აჭარის გარდა გამოფენაზე მეზობელი რეგიონებიცაა წარდგენილი.
ღონისძიების მნიშვნელობაზე დღეს თურქეთის გენერალურმა კონსულმა ისაუბრა.
საერთაშორისო გამოფენას ვოკალურად ადგილობრივი და უცხოური შემოქმედებითი ჯგუფები აფორმებენ
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის 12-ე საერთაშორისო გამოფენას ბათუმი 12 მაისამდე უმასპინძლებს.