13, მაისი 2019 17:09:00
„ტოლერანტობის ბილიკი“ ასე ქვია პროექტს, რომლის ფარგლებში სასწავლო კურსს აჭარაში მცხოვრები 25-მდე ახალგაზრდა გაივლის. პროექტის მიზანი რეგიონში რელიგიური ტურიზმის განვითარება, მულტიკულტურული კომუნიკაციების გააქტიურება და რელიგიური მრავალფეროვნების წარმოჩენაა. ტოლერანტობის მეგზურთა სასწავლო კურსის ფარგლებში ახალგაზრდები ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის ძირითად წესებსაც გაეცნობიან.