ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

რატომ არ არის ბათუმის მერიის ღონისძიებები გაზიარებადი სოციალურ ქსელში

13, მაისი 2019 20:38:00

რამდენად აქტიურია ბათუმის მერი სოციალურ ქსელებში? როგორც აღმოჩნდა, უწყების  ფეისბუქ გვერდს  მოქალაქეები სტუმრობენ, თუმცა იქ გამოქვეყნებულ მასალებს ნაკლებად აზიარებენ.  რამდენად კმაყოფილია თავად ლაშა კომახიძე პიარ-კამპანიით?

ბათუმის მერიის ფეისბუქ გვერდი15 ათასზე მეტ ადამიანს აქვს მოწონებული და დაახლოებით ამდენივეს გამოწერილი. ირკვევა, რომ ინფორმაციებს, რომლებიც აქ ქვეყნდება, გაცილებით ნაკლები ადამიანი იწონებს და კიდევ უფრო ნაკლები იზიარებს. 

უკმაყოფილო არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ ამ კუთხით მაინც ბევრია გასაკეთებელი. გამოქვეყნებული მასალების მოწონებებსა და გაზიარებებს ბათუმის მერი სამიზნე აუდიტორიით და მომხმარებელთა გემოვნებით ხსნის:

ლაშა კომახიძეს ცალკე ოფიციალური გვერდიც აქვს, სადაც მოწონებისა და გამოწერების რაოდენობა, შედარებით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ბათუმის მერი ირწმუნება, რომ ბოლო პერიოდში ორივე გვერდზე, მომხმარებელთა ზრდის დინამიკა ფიქსირდება. 

მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი დასაქმებულების მიერ, უწყების მიმართ ლოალურ დამოკიდებულაზე ამახვილებს ყურადღებას, ამასთან ნათია სირაბიძის თქმით, პროცესში ბალანსის დაცვაა აცილებელი. იგი საზოგადოების პოლარიზებაზეც საუბრობს.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გვერდების მომხამრებელთა რაოდენობა მზარდია და ბოლო 3 კვირის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობამ ჯამში 229 ათასი შეადგინა. მერიას ფეისბუქის გარდა, Instagram, Twitter და  youtube  არხები, ასევე საიტი Batumi.ge გააჩნია.


დღის ამბები