14, მაისი 2019 17:04:00
გარემოს არსებულ მდგომარეობასა და ამ კუთხით რეგიონში მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. შეხვედრაზე, აჭარაში, ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე და წედაპირული წყლების საკითხზე ისაუბრეს და ითქვა, რომ ამ კუთხით ზოგადი ფონური მდგომარეობა მეტნაკლებად კარგია . გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამმართველოს წარმოამდგენელმა ყურადღება ბიომრავალფეროვნებაზე გაამახვილა და იმ ხე - მცენარეების გადარჩენის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ღონისძიება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში გაიმართა.