14, მაისი 2019 17:12:00
ბათუმის მერიამ მუნიციპალური სერვისების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. პირველ ეტაპზე არსებული მდგომარეობის შესწავლა ასევე, სერვისების სრული ინვენტარიზაცია და სამართლებრივი ბაზის ანალიზი მოხდა. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცა მუნიციპალური სერვისების განვითარების სამუშაო გეგმა, პრინციპები და სერვისების მიწოდების სტრატეგიული ხედვა.