კვირა 21, ივლისი 2019

სტუდენტი, რომელიც ფურცლებზე საახეებს და ემოციებს აცოცხლებს

14, მაისი 2019 20:03:00

თვითნასწავლი  ხელოვანი,  რომელიც 5 წლიდან ხატავს.  19 წლის იაგოს შემოქმედება100-მდე პორტრეტს ითვლის. ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტმა  ემოციების და ხასიათების ფურცლებზე გაცოცხლება გეომეტრიული ფიგურების ხაზვით დაიწყო. რა დროს უთმობს ახალგაზრდა  საკუთარ გატაცებას? პორტრეტს  იაგო შერვაშიძის პორტრეტებზე მაცნეში ნახავთ 


ხატვა ბავშვობაში დაიწყო. იაგო შერვაშიძე მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მესამე კურსის სტუდენტია. სწავლის პარალელურად განსაკუთრებული ჰობი აქვს. პორტრეტებს ქმნის. გატაცებას დიდ დროს უთმობს. ნიჭი პირველად 5 წლის ასაკში გამოავლინა. ყველაფერი გეომეტრიული ფიგურების ხაზვით დაიწყო. 

ხატვის ტექნიკის დახვეწასთან ერთად, პორტრეტების რაოდენობაც გაიზარდა. 19 წლის ახალგაზრდამ დღემდე 100-მდე ნახატი შექმნა.  ფურცელზე ყველა სახის ემოციას გადმოსცემს. პროცესში მთავარ  სირთულედ სწორედ ამას მიიჩნევს. 

ყველა ნამუშევარი ერთნაირად უყვარს, თუმცა ეს განსაკუთრებულია. დამწყებმა ხელოვანმა სურათით  თავისუფლების იდეა გადმოსცა. თვლის, რომ ადამიანი დაბადებიდანვე „თავის უფალია“.

ფურცლებზე საახეებს და ემოციებს აქტიურად ბოლო 4 წელია აცოცხლებს. საშუალო სირთულის ნახატის შემქნას დაახლოებით 4-5 საათს ანდომებს. 

პედაგოგი, რომელმაც  სტუდენტის ინტერესი შენიშნა ანჟელა ჯაყელია. ამბობს, რომ ლექციის მსვლელობისას იაგო ხშირად ხატავდა. 

ახალგაზრდა მხატვარი სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაურის პროფესიას ეუფლება. თვითნასწავლი ხელოვანი ახლა ტატუს ხატვას სწავლობს. 

 


დღის ამბები