სამშაბათი 16, ივლისი 2019

სიძულვილის ენა თუ შეურაცყოფა?

15, მაისი 2019 20:03:00

სიძულვილის  ენა  თუ  შეურაცყოფა?  საქართველოს ექსპრეზიდენტის  მხრიდან  პარლამენტარის  მიმართ  გაკეთებულ განცხადებას მესამე სექტორი მთელი  დღის  განმავლობაში განიხილავდა. რა ქვეტექსტი წაიკითხეს  მიხეილ სააკაშვილის სიტყვებში და ან როგორ აპირებს თორნიკე რიჟვაძე ,,კაცურად პასუხის გაცემას“? 
თორნიკე რიჟვაძე პირველი იყო, ვინცექს პრეზიდენტის განცხადებას  საჯაროდ გამოეხმაურა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ტერმინები, ჟურნალისტებთანაც გაიმეორა.
დღეს მესამე სექტორი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებასთან ერთად, თორნიკე რიჟვაძის პასუხსაც განიხილავდა. შეურაცხმყოფელი და არაკორექტული - ასე აფასებენ ,,დემოკრატიის ინსტიტუტში“  სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას. ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის  უცნობია  რას გულისხმობდა თორნიკე რიჟვაძე ,,კაცურად პასუხის გაცემაში“.  ნინო ხაჩიძე პროცესს არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოდ აფასებს. 

სიძულვლის ენა არა, თუმცა პიროვნული შეურაცხყოფა  იკვეთება - მიიჩნევენ ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. იგივე მოსაზრებას იზიარებენ ,,თავისუფალ ჟურნალიტთა სახლში“. 

საკაშვილისგან მსგავსი სიტყვებით საუბარი არ უკვირთ,,გირჩში“ და პროცესს წინასაარჩევნოდ, იაფფასიან პოპულიზმად აფასებენ. მმამრთველ გუნდში კი, საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებას უშინაარსოს და უაზროს უწოდებენ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხულოს მერობის კანდიდატი  ირწმუნება, რომ გავრცელებული ვიდეო კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. ასმათ დიასამიძემ კი სააკაშვილის ნათქვამში გაბრაზება დაინახა

რაც შეეხება  სააკშვილის ვიდეოს მთავარ ადრესატ ანზორ ბოლქვაძეს,  რომელიც საქართველოს პარლამენტში ჯერ ნაციონალური მოძრაობის, ახლა კი ქართული ოცნების კვოტითაა, დღეს ,,მაცნესტან“ კომენტარი არ გააკეთა. 

 


დღის ამბები