სამშაბათი 17, სექტემბერი 2019

ქობულეთი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება

16, მაისი 2019 20:05:00

ბათუმის  შემდეგ  „მაცნე“  დაინტერესდა,  როგორ ხვდება მეორე ტურისტული ქალაქი ზაფხულის დადგომას. აქტიურ სეზონამდე ნახევარი თვე რჩება,  ქობულეთში კი სკვერები და სანაპირო ზოლი კი მოუწესრიგებელია. მაშინ, როცა მუნციპალიტეტის ხელმძღვანელობა ინფრასტრუქტურული პროექტებით თავს იწონებს, უკვე ჩამოსულ სტუმრებს დასვენება შეუსაბამო პირობებში უწევთ. რეპორტაჟს ნახევარ საათში ნახავთ

აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა,  ქობულეთის სანაპიროზე კი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მუნიციპალიტეტში უკვე ჩამოსულ სტუმრებს მოუწესრიგებელი სკვერები და პლაჟი დახვდა.

ტურისტულ ქალაქში კვლავ პრობლემაა პლაჟებზე მისასვლელების არარსებობა. ადგილობრივები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ.

სანაპირო ზოლში ჰიგიენის ოთახები არ არის, აქ ვერც საშხაპეებს ნახავთ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მუნიციპალიტმა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმია მოსამზადებელი სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო.

ქობულეთში, ამ დრომდე არ დასრულებულა საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი. უფრო მეტიც, სანაპიროზე შეზლონგების განთავსებისთვის მეწარმეებს წელს ნებართვის მიღება 20 პროცენტით გაუძვირდათ. გადაწყვეტილებას საკრებულოს დღევანდელ სხომაზე ხმაური მოჰყვა.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 148 ათას 700 ლარით გაიზარდა. მერიაში ირწმუნებიან, რომ თანხის უმეტესი ნაწილი სწორედ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებულ პროექტებს უნდა მოხმარდეს. მათ შორის საპირფარეშოების და საშხაპეების მოპწყობა იგეგმება.

პარკში ინფრასტრუქტურის მოწერიოგებისთვის 82 ათასი, გამწვანების სამუშაოებისთვის კი 65 850 ათასი ლარი გამოიყო. 


დღის ამბები