17, მაისი 2019 20:33:00
კამპანიის “ძალა ევროპაშია“ ფარგლებში შეხვედრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა. ისაუბრეს ევროპულ ფასეულობებზე . „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ორგანიზებული დისკუსიები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ახალგაზრდებთან ერთად განიხილავენ რა განწყობაა საზოგადოებაში და რამდენად არიან ინფორმირებულები? ასევე რა იგულისხმება სლოგანში ,,ძალა ევროპაშია“ . კამპანია ბათუმში კონცერტით დასრულდება.