17, მაისი 2019 20:37:00
საჯარო ლექცია გაიმართა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. „მედია პლურარიზმი“ ეს გახლდათ თემა რომლის შესახებაც ნათია კაპანაძე და მარინა ვაშაყმაძე სტუდენტებს ესაუბრა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია სადაც რეგიონში მედიის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრა პროექტის „მედია დეტექტორის“ ფარგლებში მოეწყო. პროექტის ფარგლებში ეს რიგით ბოლო შეხვედრაა.