19, მაისი 2019 14:03:00
„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად მათი განლაგებისა, სად, რომელ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აძლევენ ხმას, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი“- განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიამ საკუთარი პოზიცია მთაწმინდის მეხუთე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა და აღნიშნა, რომ არჩევანი ეფექტურობის სასარგებლოდ გააკეთა.