პარასკევი 19, ივლისი 2019

ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭო ცხოველთა სასტიკი მოპყრობის ფაქტებს გამორიცხავს

20, მაისი 2019 17:05:00

ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭო მიუსაფარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობის ფაქტებს გამორიცხავს. კახა გუჩმანიძე ირწმუნება, რომ ორი თვის განმავლობაში სოციალური ქსელის მეშვეობით მაწანწალა ცხოველების წამებისა და მოკვლის ფაქტებზე დეზინფორმაცია ვრცელდება. ბრალდებას უარყოფს კომპანია ,,სევერიც“. ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში სულ 51 ვოილერია განთავსებული. სადაც ამ ეტაპზე 150-მდე ცხოველია მოთავსებული. ცნობისთვის, საბჭოს ცხოველთა სავარაუდოდ სასტიკი მოპყრობის ფაქტების გადამოწმების მიზნით, ბათუმის მერმა მიმართა.

 

 

 


დღის ამბები