სამშაბათი 16, ივლისი 2019

„გაყიდული თამაშების“ საქმე

20, მაისი 2019 21:20:00

იყიდება თუ არა საქართველოში საფეხბურთო მატჩები? ვაჭრობენ თუ არა სპორტსმენები თამაშებით? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრადლებით 8 მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. რას ედავება გამოძიება მათ? სუხლან მესხიძე  შემოგვიერთდება ახლა დეტალებით.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. რას ედავება გამოძიება სპორტსმენებს და რას პასუხობენ ფეხბურთის ფედერაციაში? თემაზე ჩემი კოლეგა სულხან მესხიძე მუშაობდა და დამატებით დეტალებს ახალ სწორედ მისგან გავიგებთ, გისმენთ სულხან: 

დიახ, ია, სუსმა გუშინდელ დაკავებასთან დაკავშირებით  განცხადება დღეს გააკეთა და ფარული აუდიო ვიდეო - ჩანაწერიც გაავრცელა. დაახლოებით ორ წუთიან ვიდეოში სპორტსმენები გარიგების დეტალებზე საუბრობენ:

დაკავებულებს შორისაა ,,ვიტ ჯორჯიას“ რამდენიმე ფეხბურთელიც. ისინი გუშინ ბათუმის ,,დინამოსთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ აიყვანეს. საგამოძიებო უწყების წარმომადმგენლის თქმით, ბრალდებულები სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობას ახდენდნენ. მათ შორის მოხვდა გუშინდელი თამაშიც. 

გარიგებაში დინამოს როლს გამორიცხავს კლუბის სპორტული დირექტორი. ასლან ბალაძის თქმით პროცესი არასახრბილოა და ამბობს, რომ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყველა პირმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. 

მომხდარს გამოეხმაურა საქრთველოს ფეხბურთის ფედერაცია. როგორც გავრცლებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფედერაციისთვის მგასვი გარიგებები მოუღებელია.

სუსი ინფორმაციით, ორგანიზატორებთანე რთად, დაკავებულია საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“, „ლანჩხუთის გურიასა “ და „ვიტ ჯორჯიას“  რამდნეიმე ფეხბურთელი. გამოძიება მათ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვას ედავება. დანაშაულისასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


დღის ამბები