21, მაისი 2019 20:01:00
აჭარის ტელევიზიასთან, სახალხო წარმომადგენლობითი კრების მიერ გამართული აქციის მონაწილეების დარბევიდან 8 წელი გავიდა. საპროტესტო მიტინგის ძალისმიერი მეთოდის დაშლა მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის ორგანიზატორები ტელევიზიასთან მივიდნენ და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. მაუწყებელთან მობილიზებულმა სპეცრაზმმა მონაწილეებს ქვები დაუშინეს. დარბეულებს შორის მოხდა ამჟამად ,,ქართული ოცნების დეპუტატი“ უმაღლეს საბჭოში ცოტნე ანანიძე. მიუხედავად ამისა, მონაწილე პირები ამ დრომდე არ არიან გამოვლენილი და არც პასუხსგებაში არიან მიცემული. პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ საქმეზე ძიება დამამტებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გრძელდება.