21, მაისი 2019 17:04:00
ამერიკული უნივერსიტეტების რეგიონალური საგანმანათლებლო ფორუმი ბათუმში მოეწყო. ისაუბრეს აშს-ში განათლების მიღების შესაძლებლობებზე, გაცვლით პროგრამებზე, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებზე. ფორუმში მონაწილე ამერიკელმა და ქართველმა კურსდამთავრებულებმა დამსწრეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრას მე-9-12 კლასის მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.