21, მაისი 2019 20:04:00
ცხოვრება ყოველდღიური საფრთხისა და შიშის ქვეშ. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქალაქის გარეუბნებში ქვეწარმავლები მომრავლდნენ. ე.წ ბარცხანის დასახლებაში დღეს ადგილობრივებმა გველი მოკლეს. რას აკეთებს ქალაქის მერია ამ მიმართულებით? ან რატომ უმკლავდებიან მოქალაქეები პრობლემას საკუთარი ძალებით?
ე.წ. ბარცხანის დასახლებაში მზია ქერქაძემ გველი იმ დროს დაიჭირა, როდესაც ქვეწარმავალი საცხოვრებელ სახლში შეღწევას ცდილობდა. გველი ადგილობრივებმა მოკლეს. ქვეწარმავალები, როგორც აქ მცხოვრებლები გვიყვებიან იმ ტერიტორიაზე ბუდობენ, რომელიც სარეველა ბალახებითაა მოცული.
ბავშვებს ეზოში თამაში ეშინიათ. ქვეწარმავლებითა და მრღნელებით გამოწვეულ პრობლემას აქ მცხოვრებლები წლებია საკუთარი ძალებით უმკლავდებიან. ბათუმის მერიას მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა დღემდე იგნორირებულია.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული თემი „მაცნე“ დაინტერესდა პრობლემა ბათუმის მერიისთვის აქტუალური გახდა. შემთხვევის ადგილზე უწყების წარმომადგენლები მივიდნენ და შეწამვლითი სამუშაოები ჩაატარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში პრობლემა ყოველწლიურად არსებობს თვითმართველობას არ გააჩნია შესაბამისი პროგრამა, რითაც ქვეწარმავლების განადგურება მოხდება. ბათუმის მერია ამ მიმართულებით ბიუჯეტის დახარჯვას არც სამომავლოდ აპირებს.