შაბათი 20, ივლისი 2019

ლაშა ტალახაძე წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა

21, მაისი 2019 20:03:00

ქართველი სპორტსმენი, რომელმაც წლის საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. ლაშა ტალახაძე მსოფლიომ ყველაზე ძლიერ ძალოსნად აღიარა. რა გზა გაიარა რეკორდსმენმა საერთაშორისო დონის აღიარებამდე?  

ლაშა ტალახაძე, მსოფლიომ უძლიერეს ძალოსანად აღიარა. წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად კი, ესპანელი ლიდია ვალენტინი დაასახელეს.  ულიერესი ძალოსნების დაჯოლდოება ქობულეთში გაიმართა. ამ ტიტულის მოპოვებას, ძალოსანი მნიშვნელოვანს უწოდებს და სამომავლოდ შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს.

საუკეთესო სპორტსმენის ვინაობა, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. მასში, მსოფლიოს მასშტაბით, 30 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ლაშა ტალახაძემ დაახლოებით 17 ათას 800 ხმა მიიღო და წლის საუკეთესო კაცი ძალოსნის წოდება, ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ტალახაძის თავდაუზოგავი შრომით  მსოფლიო აღიარებას ელოდებოდა. გიორგი ასანიძის შეფასებით, ძალოსანმა დამსახურებულად მიიღო პლანეტის უძლერესი სპორტსმენის წოდება.

დაჯილდოება  საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ღონისძიებას   სხვადასხვა ფედერაციისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს და ხელშეწყობას დაჰპირდნენ.

ლაშა ტალახაძე, არაერთგზის, ოლიმპიური, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონია. მას, რამდენიმე რეკორდიც აქვს დამყარებული. ტალახაძეს სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დღეს ბათუმის მერიამ საპატიო მოქალაქის წოდებაც მიანიჭა.


დღის ამბები