ხუთშაბათი 18, ივლისი 2019

აივ ინფექციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

22, მაისი 2019 17:05:00

,,რეგიონის აივ-ინფექციის სტრატეგიის შემუშავებასთან“ დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, 2019-23 წლებისათვის შიდსის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება. კონფერენციაზე ასევე იმსჯელეს რეგიონში აივ-ინფექციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში სტიგმის დაძლევის გზებზეც. აჭარაში ამ მიმართულებით დაავადების პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობის მომსახურებები უფასოდ ხორციელდება. ძირითადად მაღალ რისკ ჯგუფებს ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, ტრანსგენდერები, სექს მუშაკები წარმოადგენენ.


დღის ამბები