შაბათი 20, ივლისი 2019

რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მოსწავლეებისთვის ახალი ჯგუფები დაემატება

22, მაისი 2019 17:06:00

ბათუმში რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მოსწავლეებისთვის შვიდ საჯარო სკოლაში პირველკლასელების ჯგუფებს დაამატებენ. გადაწყვეტილება რესურსცენტრის ადმინისტრაციამ სკოლის დირექტორებთან ერთად მიიღო. ამ ეტაპზე, თავისუფალი ადგილი 27 სკოლიდან 6-შია დარჩენილი. დაურეგისტრირებელი მოსწავლეების მშობლებმა ინფორმაცია იმ სკოლებს უნდა მიაწოდონ, რომლებსაც ჯგუფები ემატება. ჯგუფები დაემატება შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებებს: ბათუმის მე-4, მე-10 მე-9, მე-11, მე-17, მე-20 და 25-ე საჯარო სკოლებს.  თითოეულში 25 მოსწავლეს მიიღებენ, ჯამში - 175 ბავშვის რეგისტრაცია გახდება შესაძლებელი. 

 


დღის ამბები