23, მაისი 2019 21:06:00
სამოქალაქო აქტივისტი, რომელზეც ახლობლები ზეწოლას ახორციელებენ. ივა ყურშუბაძე მედიის წინ ღიად ალაპარაკდა. მუქარა მძიმეა- სიცოცხლის მოსპობა. საკუთარი ნათესავებისგან თავის ახლგაზრდა კაცმა სამართლებრივი გზით გადაწყვიტა. პრობლემის შესახებ სამართალდამცველებსაც აცნობა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი?
25 წლის ივა ყვება, რომ სიცოცხლის მოსპობით ნათესავები ემუქრებიან. მიზეზი ლგბტ თემის მიმართ ახალგაზრდა კაცის მიერ გაკეთებული მხარდამჭერიგანცხადება გახდა.
ერთ-ერთი ტელევიზიით გასულ სიუჟეტში ივამ ჰომოფობია, ტრაფობია და ბიფობია დაგმო. აგრესიის მსგვერპლი ყვება, ნათესავებმა ჩათვალეს, რომ მან გვარი შეარცხვინა და ბებიას მისი მოკვლით დაემუქრნენ. საქმოქალაქო აქტივისტს სახლიდან გასვლის ეშინია.
ივა ყურშუბაძისინტერესებს საია იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივრით პროკურატურას უკვე მიმართა. პირველი გამოკითხვა, დღეს 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს. აგრესიის მსხვერპლი მუქარის ფაქტზე დროულ რეაგირებას ითხოვს.
ჰომოფობია ივა ყურშუბაძემ ტელევიზიით 17 მაისს დაგმო. სამოქალაქო აქტივისტით თქმით, რამდენიმე ადამიანის იდენტიფიცირება უკვე მოხდა.