ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

სოფელი საბავშვო ბაღის გარეშე

23, მაისი 2019 21:05:00

სოფელი საბავშვო ბაღის გარეშე.  ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსების მეურნეობაში , სადაც 420 ოჯახი ცხოვრობს, სკოლამდელი აღზრდის დაწებულება არ არის.   მშობლებს ბავშვები კილომეტრობით  მოშორებით სხვა ქალაქებში და უბნებში დაჰყავთ. რას ამბობობენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც წინაასაარჩევნო პერიოდში აქ მცხოვრებლების

მანუჩარ ყურშუბაძე მარტოხელა მამაა.  მეუღლე  ორი წლის წინ გარდაეცვალა.  ორ გოგონას ახლა მარტო ზრდის. ხელოსნად მუშაობს და ცდილობს შვილებს არაფერი მიაკლოს. სკოლამდელი განათლების მისაღებად ბავშვების ტარება, ქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევს. სოფელში, რომლის მკვიდრიცაა,  საბავშვო ბაღი არ არსებობს.

დაბა ჩაქვის სოფელ ციტრუსების მეურნეობაში დაახლოებით 420 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივებს  ბავშვების ტარება ჩაქვის ან მახინჯაურის ბაღებში უწევთ.  ესიც, იმ შემთხვევაში, თუ  ბავშვის რეგისტრაცია მოახერხეს.

ადგილობრივები  ამბობენ, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე  უფუნქციო შენობებია განთავსებული,  სადაც შესაძლოა ბაღი აშენდეს.

მოქალაქეები იხსენებენ, რომ  ბაღის აშენებას  წინააარჩევნოდ გამართულ  შეხვედრაზე, ქობულეთის მოქმედი მერი  შეჰპირდა. მირიან ქათამაძემ მაშინ თქვა, რომ პრობლემას აუცილებლად გადაჭრიდა.   ახლა კი საკუთარ ამომრჩეველს დანაპირების ვერ შესრულების მიზეზად ის დაუსახელეს, რომ სოფელი „აჭარის“  ქუჩადაა რეგისტრირებული. 

უწყების წარმომადგენლებმა მაცნეს კამერის წინ სხვა მიზეზი დაასახელეს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით,   აღნიშნულ სოფელში ბაღის ასაშენებლად ადგილმდებარეობის განსაზღვრა მიმდინარეობს. ამის, შემდეგ კი შენობის პროექტირება დაიწყება. კონკრეტული  ვადები  ზაზა კაიკაციშვილმა ვერ დაგვისახელა.  

როდის აშენდება ბაღი ციტრუსების მეურნეობაში და რა ბედი ელით სოფლის  ათეულობით სკოლამდელ აღსაზრდელს,  ჯერ კიდევ, გაურკვეველია.


დღის ამბები