ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

გულნაზ ფერაძე დედის დაკრძალვის ხარჯებს მოითხოვს

24, მაისი 2019 17:08:00

ინასარიძის 10 ნომერში მცხოვრები გულნაზ ფერაძე ისევ დახმარებას ითხოვს. ამბობს, რომ გარდაცვლილი დედის დაკრძალვის საშუალება არ აქვს. დაახლოებით 5 თვის წინ ოჯახი სოციალურ დახმარებას ითხოვდა, თუმცა იმის გამო რომ კომუნალურ გადასახადზე მაღალი ტარიფი უფიქსირდებოდათ, არ დაუნიშნეს. გულნაზ ფერაძის დედა წლების განმავლობაში მწოლიარე ავადმყოფი იყო. ის 22 მაისს გარდაიცვალა. მერიის პროგრამის ფარგლებში, ოჯახს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარებიან, თუ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეა.


დღის ამბები