24, მაისი 2019 17:04:00
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს კვლავ მოქმემედი თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. საიას გამგეობის წევრებმა ანნა მდინარაძე მეორედ აირჩიეს. იგი საია-ს იურისტი 2012 წლიდან არის, ხოლო 2013-2014 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ადვოკატის თანაშემწე იყო. ორგანიზაციის დებულების მიხედვით, ერთი და იგივე პირის არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი.