24, მაისი 2019 17:11:00
ბათუმის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რამდენიემ ნაკვეთი უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით აჭარის მთავრობას გადაეცა. მათ შორისაა „ჭოროხის გზის“ პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრილი მიწის ფართობებიც. ბათუმის მერია კიდევ ერთ შპს-ს-„ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის კლუბ „ბათუმს“ დააფუძნებს. საპლაჟო ფეხბურთი ამ დრომდეც იყო და ის ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ფინანსდებოდა. ახალი შპს-ს დაფუძნებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ წევრმა მხარი არ დაუჭირა.