ხუთშაბათი 18, ივლისი 2019

დიმიტრი სვიშევსკის ქუჩის რეაბილიტაცია მომდევნო წელს დაიწყება

24, მაისი 2019 21:02:00

წესრიგდება თუ არა ქუჩები იმის მიხედვით, რამდენად  ხშირად გაადგილებიან მასზე მაღალი რანგის თანამდებობის პირები? მოქალაქეები დიმიტრი სვიშევსკის ქუჩიდან პრემიერის ვიზიტს იხსენებენ. ტერიტორია ბოლოს სწორედ   მაშინ კეთილმოაწყვეს, როცა ადგილზე  მამუკა ბახტაძე მივიდა. ადგილობრივებს ეს არ აკმაყოფილებთ , ისინი ქუჩის სრულად მოწესრიგებას ითხოვენ. 

დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა ადგილობრივებს წლებია ამ მდგომარეობაში ახსოვთ. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გზის ის მცირე მონაკვეთი მოაწესრიგა,  რომელზეც პრემიერმინისტრს ბათუმში ვიზიტის დროს უნდა გაევლო.   ადგილობრივები დარჩენილი ნაწილის კეთილმოწყობას ითოვენ. ახსოვთ  მოქმედი მერის წინასაარჩევნო დაპირებაც. ლაშა კომახიძე მათ მერად დანიშვნის შემდეგ ქუჩაზე აღარავის უნახავს. 

200 მეტ ოჯახს მზიან ამინდებში მტვერი, ხოლო გაწვიმების დროს ტალახი აწუხებთ. ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, მოსახლეობა მიწისქვეშა კომუნიკაციით დღემდე ვერ სარგებლობს. 

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახუის უფროსი დიმიტრი სვიშევსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას 2020  წლისთვის ვარაუდობს.  სულხან  ევგენიძის თქმით, ტერიტორია მას შემდეგ კეთილმოეწყობა, რაც ,,ბათუმის წყალი“ ადგილზე ამუშაოებს დაასრულებს. 

როდის მოხდება მოქალაქეების  წყალარინების ახალ სისტემაზე დაერთება?,  შპს ,,ბათუმის წყალში“ სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს, სიტყვიერად კი განმარტეს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდება.


დღის ამბები