24, მაისი 2019 21:01:00
გარიგება აღსრულების პარალელურად. ქობულეთის სანაპირო ზოლზე კვების და გასართობი ობიექტები დღემდე არ აუღიათ. არაერთი გაფრთხილებისა და დაჯარიმების მიუხედავად მდგომარეობა უცვლელია. საქმე აღსრულების სამსახურს გადაეცა. მოხდება თუ არა უსახური ნაგებობების დემონტაჟი?
ქობულეთის სანაპიროზე მდებარე ამ ობიექტებმა შესაძლოა ფუნქციონირება წელსაც გააგრძელონ. მუნიციპალიტეტის მიერ დემონტაჟის შესახებ მათი მფლობელების არაერთი გაფრთხილებისა და დაჯარიმების მიუხედავად, კონსტრუქციები დღემდე სანაპიროზეა.დემონტაჟის საქმე აღსრულების სამსახურს გადაეცა.
აღსრულების პარალელურად ობიექტების მფლობელებთან მოლაპარაკებებს გამორიცხავენ ქობულეთის მერიაში. ზედამხედველობსი სამსახურში ირწმუნებიან, რომ მსგავსი შეთანხმება სავაჭრო ობიეეტების მეპატრონეებთან არ ქონიათ.
სანაპიროზე უსახური შენობების დემონტაჟის გადაწყვეტილება ქობულეთის მერიამ მას შემდეგ მიიღო,რაც მათთან საიჯარო ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ბულვარის კეთილმოწყობის აუცილებლლობაც დადგა. თამარ მეფის გამზირზე ასევე, პრობლამად რჩება ავტომობილების გადაადგილებისა და საგზაო ნიშნების განთავსების საკითხიც.
რა ეტაპზეა თამარ მეფის გამზირზე არსებული უსახური ნაგებობების დემონტაჟის პროცესი, კითხვით აღსრულების სამსახურს მივმართეთ, თუმცა აქ განაცხადეს,რომ პერსონალური ინფორმაციის გავრცელების უფლება არ აქვთ.