ხუთშაბათი 18, ივლისი 2019

ბათუმის მერია ახალ შპს-ს აფუძნებს

24, მაისი 2019 21:00:00

დინამოს გასხვისებასთან ერთად დეპუტატებმა დღეს საკრებულოს სხდომაზე კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა იმსჯელეს ინფტრასტუქტურული სამუშაოების დაჩქარების აუცილებლობასა და მათ ხარისხზე. ასევე მხარი დაუჭირეს ახალი შპს-ს დაფუძნების   საკითხს . რა საჭიროებამ  განაპირობა „ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის კლუბის შექმნა?

„ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის კლუბის შემქნის გადაწყვეტილება მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბათუმის დინამო გასხვისდა. მანამდე  2-ვე კლუბი ერთად ფინასნდებოდა. ახალ კლუბს „ბათუმი“ ერქმევა. შპს-ს დაფუძნებას მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “  წევრმა არ დაუჭირა. 

სხდომაზე განიხილეს  ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული  სამუშაოები. ოპოზიციის მტკიცებით  მოუწესრიგებელი სანაპიროს და გზების გამო  გონიოში მცხოვრევებს ტურისტების მიღებაუჭირთ.  ქალაქის ტერიტორიაზე კი სამუშაოები უხარისხოდ სრულდება. 

სვიშევსკის პირველ ნომერში და დაბა ხელვაჩაურში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ  აჭარის მთავრობას გადაეცა. მათ შორისაა „ჭოროხის გზის“ პროექტის ფარგლებში მოხვედრილი მიწის ფართობებიც. 

დეპუტატებმა   განიხილეს „მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკის პროექტის. 2030 წლამდე ბათმმა 20 პროცენტით უნდა შეამციროს სათბური აირების ემისია.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ბათუმში მცხოვრებ ერთერთ მრავალშვილიან ოჯახს ხიმშიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა პირობიანი განკარგვის წესით გადაეცემა.   

 


დღის ამბები