27, მაისი 2019 17:09:00
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ნავთობის მსოფლიო ფასი 48%-ით შემცირდა, საწვავი არ გაიაფებულა. მაგალითად საქართველოში თუ ევრო რეგულარის საშუალო ფასი 2 ლარი იყო დღეს 35-ი თეთრით მომატებულია. მიზეზად ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ში ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებას ასახელებენ. მესამე სექტორის მიერ მოხდა საწვავის ხარისხის გადამოწმებაც. აღებული 24 სინჯიდან ტყვიისა და სხვა მეტალების შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.