27, მაისი 2019 20:04:00
„კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“- საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სადავო ნორმა წვრილმან ხულიგნობას ეხება, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა და სხვა ამგვარ მოქმედებას გულისხმობს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო და პოლიტიკური ღირებულების მქონე უცენზურო სიტყვების გამოყენებისათვის დაწესებული პასუხისმგებლობა, გამოხატვის, ინფორმაციის გავრცელებისა და შეკრების თავისუფლებას არღვევს.