ორშაბათი 16, სექტემბერი 2019

ვინ იქნება აჭარის განათლების მინისტრი

27, მაისი 2019 20:56:00

რუსულ სიმბოლიკას შეწირული ქართველი მინისტრი. ინგა შამილიშვილი რეგიონის პირველმა პირმა  პოსტიდან  კამერების წინ მოხსნა.  მიზეზად  მთავრობის თავმჯდომარემ  დამოუკიდებლობის  დღეზე საზეიმო მსვლელობის დროს ოკუპანტი ქვეყნის  დროშის გამოჩენა  დაასახელა. ელოდა თუ არა ხელმძღვანელი პირი ხელსაყრელ დროს რომ გაეთავისუფლებინა თანაგუდნელი, მუშაობითაც კმაყოფილი არ იყო? ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს?

ვინ დაიკავებს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს ჯერჯერობით უცნობია.  შესაძლოა შამილიშვილი მისმა მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ  ჩაანაცვლოს. მანამდე კი მოვალეობას   პირველი მოადგილე ბაგრად მანველიძე  ასრულებს. 

მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის   თავჯდომარემ მიიღო, თუმცა სამინისტროში ბრძანება არ მისულა. თორნიკე რიჟვაძე არ გამორიცხავს, რომ გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით,  თანამდებობაზე  ისევ  ქალი დაინიშნოს. 

ოპოზიცია მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში წინამორბედის დანიშნული კადრების საკუთარით ჩანაცვლების მცდელობას ხედავს. 

ალექსანდრე დავითაძე,  რომელიც მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად  მოიაზრება,  ინგა შამილიშვილთან ერთად ერთად  იმ მსვლელობაში მონაწილეობდა, რომელზეც ოკუპანტი ქვეყნის დროშები ფრიალდებდა. მომხდარის კომენტირებისას აღნიშნავს, რუსული სიმბოლიკის შესახებ მან მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით გაიგო. დავითაძე რამდენიმე თვეა, რაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ახალგაზრდულ მიმართულებას კურირებს.  თანამდებობაზე   იგი   რეგიონის პირველმა პირმა თებერვალში წარადგინა. 

კანონის თანახმად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის   ახალი მინისტრი 2 კვირაში უნდა დაინიშნოს. მთავრობის თავმჯდომარე შამილიშვილის შემცვლელის რამდენიემე  დღეში  წარდგენას აანონსებს. 


დღის ამბები