შაბათი 20, ივლისი 2019

ინგა შამილიშვილი:-მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს

27, მაისი 2019 20:55:00

რის გამო  თორნიკე დასაჯა რიჟვაძემ თანაგუნდელი ? რეგიონის ხელმძღვანელი პირის ქმედებას უკვე მოჰყვა შეფასებები. ოპოზიცია პოლიტიკური  სარჩულს  ხედავს, მესამე სექტორი კი საკადრო ცვლილების ფორმას უწუნებს. რა განცხადებები გაკეთდა დღის განმავლობაში ? 

„მიზეზი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს. მე ნამდვილად არ ვიცოდი ამ დროშების შესახებ “ – უკვე ყოფილი მინისტრი რეგიონის პირველი პირის გადაწყვეტილებას  ბათუმელებთან  გამოეხმაურა. გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ინგა შამილიშვილმა ტელევიზიის საშუალებით გაიგო.  

„განტევების ვაცი“  - ასე აფასებს მინისტრის გადაყენებასოპოზიცია. ასმათ დიასამიძე, თვლის, რომ პასუხისმგებლობა შამილიშვილის გარდა,  თავად მთავრობის თავმჯდომარეს, ბათუმის მერიასა და ყველა იმ სამსახურებს ეკისრება,  ვინც  26 მაისთან დაკავშირებულ აქტივობებში იყო ჩართული. 

მიზეზს ამართლებს თუმცა გადაყენების ფორმას უწუნებს რეგიონის პირველ პირს დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრუელბელი ხელმძღვაბნელი. არჩილ ხახუტაიშვილის  თქმით მინისტრიები კამერების წინ არ უნდა იხსნებოდეს და ამისთვის გარკვეული პროცედურების დაცვაა აუცილებელი.

მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების გულწრფელობაში ეჭცი ეპარება პოლიტიკური პლათფორმა „გირჩის“ წარმომადგენელს ბათუმში.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან  გნსხვავებული შეფასებები აქვთ უმრავლესობაში

თავად თორნიკე რიჟვაძე მინისტრის გათავისუფლების მიზეზად საქმიან შენიშვნებს გამორიცხავს. რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ საქმეს დეტალურად შეისწავლიან. გამოვლიდება ყველა ის პირი და უწყება, ვინც რუსეთის დროშების ინცინდენტში იყო ჩართული.  

ფესტივალი „ოქროს დელფინი“, რომლის ფარგლებშიც რუსეთის დროშები მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამოფინეს, ბათუმის მერიამ 12 ათასი, აჭარის განათლების სამინისტრომ კი – 15 ათასი ლარით დააფინანსა. ინგა შამილიშვილის გათავისუფლების შემდეგ, სამინისტროს   ფეისბუქგვერდზე   გამოქვეყნებული ინფორმაცია შეცვალეს.  მერია   ფესტივალის მხარდაჭერტა სიიდან გააქრეს.  კითხვებზე პასუხი  უწყებიდან  ვერ მივიღეთ.  მათ დღეს ჩვენთან სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.


დღის ამბები