პარასკევი 19, ივლისი 2019

ექსკურსიებზე ავტოტრანსპორტირების რეგულაციების ინიციატივა

27, მაისი 2019 20:54:00

ექსკურსიებზე მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხი კანონით დარეგულირდება.  მძღოლი  ვალდებული   იქნება ტექნიკური დათვალიერება ბოლო 6 თვის ვადაში გაიაროს.   ინიციატივა  პარლამეტის განათლების კომიტეტს ეკუთვნის.  დოკუმენტი  ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარედგინა.  რა ახალი წესები და რეგულაციები ამოქმედდება დამტკიცების შემთხვევაში?  

ექსკურსიებზე მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხი კანონით დარეგულირდება.  მძღოლი ვალდებული  იქნება იქონიოს, ბოლო 6 თვის ვადაში გავლილი ტექნიკური დათვალიერების საბუთი. ინიციატივა  პარლამეტის განათლების კომიტეტია.  დოკუმენტი  ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა.  რა ახალი წესები და რეგულაციები ამოქმედდება დამტკიცების შემთხვევაში?  

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომლის ავტორები პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები არიან,  საექსკურსიო სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური დათვალიერება ბოლო 6 თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გავლილი. სამარშრუტო ტაქსს უნდა ჰქონდეს ცეცხლმაქრი, შიდა და გარე ხედვის კამერები . ყველა სავარძელი უსაფრთხოების ღვედით უნდა იყოს აღჭურვილი. მძღოლი  კი  ვალდებულია,   გაიაროს ნარკოტიკული შემოწმება.  აქამდე, საექსკურსიო უსაფრთხოების საკითხს სკოლა უზრუნველყოფდა.

ინიციატივას  მიესალმებიან  მშობლები.  ამბობენ, რომ კანონპროექტის დამტკიცება უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელს გაზრდის. 
ინიციატივას,  დადებითად აფასებს  სკოლის ადმინისტრაციაც. პირველი  სკოლის  დირექტორი  ამბობს, რომ  კანონმდებლობის შემუშავებით   მძღოლების  მიმართ სანდოობა გაიზრდება.  

მესამე სექტორის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა დროული, თუმცა, გარკვეული საფრთხეების შემცველია. თიკო აბაშიძე ვარაუდობს, რომ  ცვლილებები  გარკვეული ჯგუფების ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი არიან.  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტს  დღეს წარედგინა. 


დღის ამბები