28, მაისი 2019 17:10:00
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა, პირის ჩხრეკისას, 385-თ გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე დამალული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.