ხუთშაბათი 18, ივლისი 2019

პედაგოგი მოსწავლეს სკოლაში მისვლას უკრძალავდა - მომხდარზე მოკლვევა დაიწყო

28, მაისი 2019 20:04:00

რამდენად სრულყოფილად იღებენ განათლებას საქართველოში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები? აჭარაში, ერთ-ერთ  სკოლაში პედაგოგი მოზარდს სკოლაში მისვლას უკრძალავდა.  რატომ უშლის ხელს საგანმანათლებლო დაწესებულება ბავშვს საზოგადოებაში ინტეგრაციაში და რას ყვება მშობელი ? იკვეთება თუ არა მასწავლებლის მხრიდან გადაცდომის ფაქტი? დისციპლინურმა კომიტეტმა ფაქტის მოკვლევა დაიწყო. 

12 წლის ვახო ხატვისა და ძერწვის მიმართ დიდ ინტერეს იჩენს, თუმცა მოზარდი ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას მოკლებულია. სკოლაში მცირე დროს ატარებს. იმის გამო, რომ ჰიპერ აქტიურია და კონცენტრირება უჭირს სპეც პედაგოგი შინ დაბრუნებას აიძულებს.  

ვახოს დედა გვიყვება, რომ ბავშვი სახლში დათრგუნული და ცუდი განწყობით ბრუნდება. მოზარდი საზოგადოებაში ინტეგრაციას მოკლებულია. პედაგოგი კი მშობლის თქმით, ვახოს ადაპტაციაში არ ეხმარება.

ლია ცენტერაძე სპეც პედაგოგების დაბალ კვალიფიკაციასთან ერთად მიმღებლობის პრობლემაზეც საუბრობს. გვიყვება, რომ საბავშვო ბაღიდან დაწყებული მწარე რეალობას თითქმის ყველა დაწესებულებაში მისვლისას აწყდება. 

ვახო სკოლიდან დღის ცენტრში მიდის, სადაც სხვადასხვა აქტივობაშია ჩართული. „იალქანის“ ხელმძღვანელი დაკვირვების შედეგად ამბობს, რომ სერთიფიცირებული კადრი კარგ პედაგოგს არ ნიშნავს. თიკო აბაშიძე კიდევ ერთ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, განათლების სამინისტრო  პროცეს არ აკონტროლებს, რაც სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის განათლების მიღებას აფერხებს.

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, დაწესებულებაში მოსწავლისათვის ადეკვატური სასწავლო გარემო უნდა შეიქმნას, სადაც ბავშვის ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე  მუშაობაა საჭირო. ამის გათვალისწინებით, მოზარდმა უნდა გამოავლინოს ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალური შედეგი და გაიზარდოს მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. ამ გარემოების მიუხედავად, ბათუმის 7 საჯარო სკოლის პედაგოგს მიაჩნია, რომ ვახოს ქცევის პრობლემა აქვს.

სიუჟეტის მზადების პროცეში მეშვიდე საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მოკვლევა დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგის მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთა შესაბამისი ზომები გატარდება. დარღვევა ხელფასის ჩამოკლებას ან საყვედურის გამოცხადება ითვალისწინებს.

დისციპლინურ კომიტეტს ფაქტების შესწავლისთვის ერთ კვირიანი ვადა აქვს. 


დღის ამბები