ორშაბათი 16, სექტემბერი 2019

რატომ აღმოჩნდა სახნავ-სათესი მიწები ეროვნული პარკის საზღვრებში?

28, მაისი 2019 20:03:00

სახნავ-სათესი მიწები ეროვნული პარკის საზღვრებში. ვსაუბრობთ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითზე. მიწის ნაკვეთები, რომელსაც  მოსახლეობა სამეურნეო დანიშნულებით იყენებდა,  მაჭახელას ეროვნულ პარკს,  წლების წინ გადაეცა.  44   ოჯახს ნაკვეთები გამოუყეს, თუმცა რა მოტივით - გაუგებარია. ადგილობრივები მის დაკანონებას ვერ ახერხებენ. ჩვენი ჟურნალისტი ეცადა დეტალები. 

ნაკვეთებს, რომელიც  44 ოჯახს გამოუყეს, ადგილობრივები ახლა იმ მოტივით ვერ ირეგისტრირებენ, რომ ნაწილი სატყეოს მეურნეობის, ნაწილი კი დაცული ტერიტორიების ბალანსზეა. შეზღუდვების დაწესების გამო, კი მიწის დამუშავებაზე მოქალაქეებმა უარი თქვეს.

უჩხითის მოსახლეობის გარდა, ამ ტერიტორიების მომიჯნავედ არსებულ მიწებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმართის მოსახლეობაც ამუშავებდა. დავით კირკიტაძე გვეუბნება, რომ მათი ნაკვეთები სატყეო ფონდში არის, თუმცა დამუშავებაში ხელი არ ეშლებათ. ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ტყით სარგებლობისას ექმნებათ.

ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ უწყება, თავის დროზე მაჭახელას ეროვნული პარკის შექმნაზე  თანხმობა გასცა და ამით ადგილობრივებს პრობლემები არ შექმნია.

მაჭახელას ეროვნული პარკის დირექტორის თქმით, მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე მათ სარგებლობაში არსებული ეს მიწები, დაახლოებით 1 400 ჰექტარი ნაკრძალის საზღვრებიდან ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამოიღეს და ამ დროისთვის მონიტორინგს, მხოლოდ ბუფერულ ზონაში ნადირობის დროს ახორციელებენ.

ირკვევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ერთწლოვანი ბოსტნეული კულტურები მოჰყავდა ახლა სატყეო ფონდში ირიცხება. სააგენტოში ამბობენ, რომ  ტერიტორიაზე ტყით ასევე, მიწით სარგებლობა, მხოლოდ კანონით გაწერილი მოთხოვნების დაცვითაა შესაძლებელი. 

მაჭახელას ეროვნული პარკი  2012  წელს  შეიქმნა. დაცული ტერიტორია თავდაპირველად 8 733 ჰექტარს მოიცავდა, თუმცა დემარკაციის შემდეგ  მოქალაქეების  სარგებლობაში არსებული მიწები ფონდიდან ამოიღეს და შემადგენლობაში 7 333 ჰექტარი დარჩა.


დღის ამბები