29, მაისი 2019 17:11:00
„ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი თავისუფალ ფართებს კომერციული მიზნებისთვის იყენებს და ბავშვებს ზეიმის გამართვის შესაძლებლობა არ აქვთ“ – ამ შინაარსის წერილი „TV 25“-მა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო. ადრესატის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ბოლო ზარისთვის მოსწავლეებს ეზოში კონცერტის გამართვა სურდათ, თუმცა დირექტორი ამას არ დათანხმდა. წერილში ასევე, ვკითხულობთ, რომ გაქირავებულია სპორტ დარბაზი და ეზოს ნაწილი. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ დაწესებულებაში, სადაც გვარწმუნებენ, რომ ღონისძიების გამართვისვის სურვილი არავის გამოუთქვამს.