29, მაისი 2019 17:14:00
მხოლოდ სამ თვეში, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციაზე გამოძიება, სისხლის სამართლის 19 საქმეზე დაიწყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ შორის ყვლეაზე მეტი -13 შემთხვევა სექსუალური ორიენტაციის, 5 - რელიგიური, ერთი კი ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობას ეხება. გასულ წელს აღნიშნული ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივი 55 სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთა.