29, მაისი 2019 17:18:00
ლექტორი, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ჩვენი ინფორმაციით, ბათუმშია, თუმცა ბინა, სადაც ომარ მახარაძე ცხოვრობს "მაცნეს" გადამღებ ჯგუფს დაკეტილი დახვდა. სასტუმრო, რომელიც მახარაძის მფლობელობაშია, მისი მეუღლე ხელმძღვანელობს. დაწესებულებაში დირექტორი არ იმყოფება, თანამშრომლებმა კი მასთან დაკავშირებაზე უარი გვითხრეს. შეგახსენებთ, გუშინ ომარ მახარაძეს ბსუ-ს ადმინისტრაციამ გუშნ, შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება დისციპლინურმა კომისიამ მახარაძის დაუსწრებლად მიიღო.