29, მაისი 2019 17:04:00
საპენსიო და სოციალური პაკეტებზე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიებზე, მაღალმთიანეთზე განკუთვნილ დანამატებზე, საარსებო შემწეობებზე, და სხვა პროგრამებზე, გასულ წელს 237 418 262 ლარი დახარჯა - ამის შესახებ, სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა ისაუბრა. თემურ ქარცივაძემ ანგარიში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს წარუდგინა. სააგენტოს ფილიალის ხელმძღვანელმა არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე ისაუბრა და კანონმდებელთა შეკითხვებსაც უპასუხა.