ხუთშაბათი 18, ივლისი 2019

სსიპი აჭარის მუზეუმის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

29, მაისი 2019 20:05:00

როგორი ხელმძვანელი იყო თამარ ორაგველიძე? რეგიონის პირველმა პირმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მეორე თანამდებობის პირი გაათავისუფლა. ამჯერად პოსტს აჭარის მუზეუმის დირექტორი დაემშვიდობა. თორნიკე რიჟვაძემ უკვე ყოფილ მმართველს მიზეზები არ განუმარტა. როდის ეყოლება დაწებულებას ახალი მენეჯერი? 

აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა რეგიონის პირველი პირისგან დათხოვნის ბრძანება დღეს მიზეზის დასაბუთების გარეშე მიიღო. თამარ ორაგველიძე   ამბობს, რომ ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში მას შესაბამისის სამსახურებისგან არც შენიშვნა და არც გაფრთხილება მიუღია. 
 
უკავშირდება თუ არა ორაგველიძის განთავისუფლება იმას, რომ აჭარის მუზეუმების გაერთიანების უკვე ყოფილი დირექტორი შამილიშვილის კადრი იყო.   კითხვას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  დაზუსტებით არ პასუხობს. მისი თქმით, იყო ხარვეზები და გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს შუამდგომლობით მიიღო.  

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო თამარ ორაგველიძის განთავისუფლებას, სტრუქტურულ რეორგანიზაციას უკავშირებს.  უწყებბაში  განმარტავენ, რომ  გადაწყვეტილების მიზეზი  სამუზეუმო საქმიანობის განვითარებაა.  თუმცა სანამ თამარ ორაგველიძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა,  თანამშრომელთა ნაწილმა ის ერთპიროვნულ მმართველობასა  და  თანამშრომლებთან კომუნიკაციის არქონაში  დაადანაშაულა. 
თამარ ორაგველიძის მიერ ახალი კადრების მოზიდვას და პრემიების მიკერძოებულად გაცემის ფაქტს  უარყოფს ნინო შაინიძე, რომელიც ამჟამად მუზეუმების გაერთიანების დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ბრალდებებს უარყოფს უკვე ყოფილი დირექტორიც. 

როგორი მმართველი იყო თამარ ორაგველიძე?  ჩვენ სხვა თანამშრომლების მოსაზრებუითაც დავინტერესდით,  თუმცა მათ  კომენტარისგან თავი შეიკავეს. 

თამარ ორაგველიძე აჭარის მუზეუმის დირექტორად 2018 წლის 31 მაისს დაინიშნა. გათავისუფლებულ ხელმძღვანელთან  სამომავლო თანამშრომლობას არ გამორიცხავს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. რაც შეეხება ახალი მმართველის დანიშვნას, რეგიონის პირველი პირი  რამდენიმე დღეში აანონსებს. 


დღის ამბები