ორშაბათი 24, ივნისი 2019

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

30, მაისი 2019 17:09:00

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებს ბორდის წევრები ხვდებიან. დღეს, ოთხი კანდიდატი, მაუწყებლის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას წარმოადგენს. საამეთვალყურეო საბჭოს წევრებს პოტენციურ დირექტორებთან მაუწყებლის საჭიროებებსა და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული კითხვები ჰქონდათ. აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის ვინაობა ხვალ საღამოს, კენჭისყრის შედეგად, გახდება ცნობილი.

 


დღის ამბები