30, მაისი 2019 17:14:00
ომარ მახარაძის განცხადებით, ის ბინძური პროვოკაციის მსხვერპლია. პოლიციის შენობიდან გამოსვლისას მან მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ პროვოკაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზადდებოდა. ,,მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ იკვეთება დანაშაულებრივი. დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება. არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც მიზანმიმართულად სურდათ მოეხდინათ ჩემი ოჯახის, ახლობლების მეგობრების დისკრედიტაცია. სურდათ ჩამოვეშორებინე საუნივერსიტეტო და პოლიტიკურ საქმიანობას. მე ამას ვგრძნობდი. საგამოძიებო ორგანოები დააზუსტებენ,'' - ამბობს სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებული ლექტორი. ომარ მახარაძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ ცდილობს მის დისკრედიტაციას.