შაბათი 24, აგვისტო 2019

გაუსაძლისი სუნი და ეზოებში გამდინარე ბინძური წყალი

30, მაისი 2019 20:03:00

ახალშენის მეურნეობაში მცხოვრებლების გასაჭირი. ბოლო რამდენიმე წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. აუტანელი  სუნი და ეზოებში გამდინარე ბინძური წყალი. ბათუმის მერიამ  კანალიზაციის მოწესრიგება დაიწყო, მაგრამ საქმე შუა გზაზე  დატოვა. საკითხის გადაჭრა საკუთარი ძალებით  ადგილობრივებმა სცადეს, თუმცა ესეც ვერ შეძლეს- შესაბამისმა სამსახურებმა ამაზეც  უარი უთხრეს.პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა ხელვაჩაურის მერიამ ახლა დაიწყო.

სამი წელია,  რაც ახალშენის მეურნეობაში მცხოვრებლებს  მოუწესრიგებელი კანალიზაცია და გაუსაძლისი სუნი აწუხებთ. მოქალაქეები  ყვებიან, რომ  სისტემის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ მოხდა,  თუმცა სამუშაოები ბოლომდე  არ  მიუყვანიათ.

ტერიტორიაზე ბათუმის მერიამ ცეტრალური საკანალიზაციო მილი  შეცვალა, თუმცა მთავარ ქსელზე ამ დრომდე არ დაუერთებიათ. მოსახლეობას განუმარტეს,  რომ დარჩენილი სამუშაოები ხელვაჩაურის მერიის პრეროგატივა იყო. 

პრობლემის მოგვარების მიზნით ადგილობრივები დროებითი ავზის მშენებლობას საკუთარი ძალებით შეეცადნენ. თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა  ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მისი შეჩერება  სთხოვეს.

რეაბილიტაციას  საჭიეროებს აღნიშნულ დასახლებაში, ფერია სამების  პირველი ჯანდაცვის ცენტრის შენობის  მიმდებარე საკანალიზაციო მილიც.  მცხოვრებლების  თქმით  არხიდან წყალი  რეაბილიტირებულ სტადიონზე ჩაედინება. 

პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ხელვაჩაურის მერია. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით ბათუმის მერიასთან ერთად უკვე მუშავდება  პროექტი და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

იმ შემთხევაში,  თუკი  საკანალიზაციო სისტემის დროული  რეაბილიტაცი არ მოხდება,  მოსახლეობა  საპროტესტო  აქციებს აანონსებს. 


დღის ამბები