30, მაისი 2019 20:02:00
იყოს უნდა თუ არა გამოსახული სახელმწიფო სიმბოლიკა მოედანზე, სადაც ქვეითები ფეხით გაადაადგილდებიან? აღმოჩნდა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ დროშა ისეთ ადგილას გამოსახა, სადაც მოქალაქეები დროშას ფეხით უვლიან. ბათუმელებს ფაქტი უხერხულობაში აგდებთ, ტურისტები კი მხატვრობას იწუნებენ. უქმნის თუ არა დისკომფორტს შემთხვევა გადაწყვეტილების ავტორს?
მაშინ ნაჭერი, ახლა კი დროშის მოსახატად სავარაუდოდ საღებავი არ ეყოთ . 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირრებით ევროპის მოედანზე, ქვეყნის სიმბოლიკა მოხატეს. საზოგადოების ნაწილს ნახატის ხარისხთან ერთად, პრეტენზიები განთავსების ადგილთან დაკავშრებით აქვთ. ამბობენ, რომ დროშაზე ფეხის დაბიჯება ეუხერხულებათ.
ადგილობრივებისგან განსხვავებით, ეროვნულ ღირებულებებზე შექმნილი ქუჩის მხატვრობა მოსწონთ ტურისტებს, თუმცა ნახატს ეფექტურობას უწუნებენ.
პროტესტი მოულოდნელი არ ყოფილა ქუჩის მხატვრისთვის. შემოქმედი ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ გადაწყვეტილებამდე ორგანიზატორები ხელოვანების მოსაზრებასაც მოისმენდნენ.
დროშის მსგავს ადგილას დახატვას ეროვნული სომბოლიკის შუერაცხყოფად მიიიჩნევენ მესამე სექტორში. ,,დემოკრატიის ინსტიტუტში“ ამბობენ, რომ მოხატვის საკითხი, საჯარო მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო.
სიახლეს, ევროპიდან გადმოღებულ უნიჭო კალკს უწოდებენ ევროპულ საქართველოში. პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ ტერიტორია არასწორადაა შერჩეული. უფრო მეტიც, მისი თქმით, ხუთჯვრიანი დღოშა მხოლოდ სიმაღლიდან აღიქმება.
როგორც აღმოჩნდა, ევროპის მოედანზე ნამუშევარი ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა განახორციელა. უწყებაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთს, პირად საუბარში კი განმარტეს , რომ შერჩეული ადგილი შეურაცხყოფად არ უნდა აღიქმებოდეს. რაც შეეხება ნახატის დაბალ ხარისხს, უწყებაში ამას უამინდობას უკავშირებენ.