31, მაისი 2019 17:02:00
კამპანია „ მაისის გაზომვების თვე“ დასრულდა. საქართველო მასში 90 ქვეყანასთან ერთად მესამედ მონაწილეობდა. არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია ერთი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ღონისძიების მიზანი მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.