კვირა 21, ივლისი 2019

მესამე სექტორი შეფასება მასშტაბურ დაკავებაზე

31, მაისი 2019 17:10:00

ფაქტს შეფასებები უკვე მოჰყვა მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია არ უნდა დაირღვეს. რა განცხადებები გაკეთდა რეგიონში 7 მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტზე? ვის ეკისრება პასუხისმებლობა გულნარა ლეფსაიამ მმხარეთა პოზიციები

უდანაშაულობის  პრეზუმციაზე  საუბრობენ  მესამე სექტორში. „დემოკრატიის ინსტიტუტში“ საკრებულოს როგორც მერიიის მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციასა და როლზე ამახვილებენ ყურადღებას. ამასთან  მიიჩნევენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა ყველა ხელისუფლების პრიორიტეტი  უნდა იყოს, ხოლო  პროექტების მონიტორინგი სისტემატურად  უნდა ხდებოდეს. 

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იაფი სახლის პროექტის ბუნდოვანებაზე ჯერ კიდევ წლების წინ საუბრობდა. 2015 წელს, ორგანზიაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საკითხი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა. მათ შორის საუბარია ავანსის სახით თანხის გადახდაზეც.

თავის დროზე არ მოხდა რისკების შეფასება - ფიქრობენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ და მიიჩნევენ, რომ ამით შეცდომა დაუშვეს. ანნა მდინარაძე აუდიტის დასკვნაზე საუბრობს და კონტორილის განხორციელების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

ბათუმის მერიამ იაფი სახლის პროექტზე ტენდერი 2015 წელს გამოაქვეყნა. გამოძების ინფრომაციით, უწყების იმ დროინდელმა თანამდებობის პირებმა ტენდერში უპირატესობა კომპანიას ისე მიანიჭეს, რომ არ გაითვალისწინეს არასანდოობა და ავანსი საჭირო ინფორმაციების გადამოწმების გარეშე ჩაურიცხეს.

 


დღის ამბები