31, მაისი 2019 20:04:00
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ომარ მახარაძემ საკრებულოში თანამდებობა დატოვა და ბათუმის საკრებულოს წევრებმა იურიდიულ და საპროცედურო კომისიის ხელმძღვანელობა თენგიზ კახიძეს ანდეს. გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს მიიღეს. ოპოზიციამ კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა.
ომარ მახარაძე საკრებულოს წევრად კვლავ რჩება, რადგან იგი მაჟორიტარული წესითაა არჩეული და მას წარმომადგენლობით ორგანოში ადგილმონაცვლე არ ჰყავს. საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო კომისიას კი მის ნაცვლად თენგიზ კახიძე უხელმძღვანელებს. უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
პროცესში საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ მონაწილეობდნენ. მათი შეფასებით, ინიციატივების განხილვა პოლიტიზირებულად არ უნდა ხდებოდეს.
პირადი განცხადების საფუძველზე ბათუმის საკრებულო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა როინ ზოიძემაც დატოვა, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.